რეზონანსი
15.10.2023

კულტურის საერთაშორისო ფესტივალი „ევროპალია" წელს საქართველოს ეძღვნება. 5 თვის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა ქალაქში ქართული კულტურის, ისტორიის საპრეზენტაციო ღონისძიებები გაიმართება.

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში მსმენელი და გამოფენების დამთვალიერებელი შეიქმნის ძალიან კონკრეტულ წარმოდგენას, თუ რა არის ქართული კულტურა და საიდან მოდის ქართველი ერი.

„ნახავს, რომ ის მოდის ძალიან შორიდან. ვიბრძვით სისხლის ფასად, რომ შევინარჩუნოთ ქრისტიანობა და შესაბამისად, ჩვენი ეროვნულობა. ასევე, ევროპელები დარწმუნდებიან იმაში, რომ ჩვენ მართალია ვართ ევროპული კულტურა და სხვაგვარად ეს არ არის, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ თვითმყოფადი კულტურა ვართ", - განაცხადა წულუკიანმა.

ფესტივალი ბრიუსელში 4 ოქტომბერს გაიხსნა 2024 წლის 14 იანვარს დასრულდება.

ქართული კულტურისა და ხელოვნების ნამდვილი ზეიმით ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის" სპეცრეპორტაჟი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×