რეზონანსი
19.10.2023

პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესს მომავალი კვირიდან დაიწყებს. სალომე ზურაბიშვილმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო ორი დღის წინ დაადო. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ოპოზიცია კმაყოფილია და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ვეტოს დაძლევს, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს.

"მაშინ, როდესაც პოლიციელის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული პროტესტის დროს სკამს გაჭრის გასაშლელს, კარავს თუ სცენას, ეს არის დემოკრატიის მთავარი გამოწვევა. ამ მოცემულობაში ვეტო არის პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია.

საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, დაძლევს, მაგრამ შემდეგი ნაბიჯი არის საკონსტიტუციო სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ ვადები დადგენილი არ არის, იქაც შეიძლება ამაზე ჩივილი, იმიტომ, რომ პოლიციელი კი არ უნდა მიდგენდეს ფორმას, არამედ კანონი," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ "კურიერთან" საუბრისას.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის შეფასებით, "პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადება სწორი გადაწყვეტილება იყო."

"საქართველოს მოქალაქეებს ვერ შეაშინებს ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილება, ვერანაირი აკრძალვა კარვის დადგმაზე, მიკროფონის დაჭერაზე ან ა.შ. ეს საკანონმდებლო ცვლილება მხოლოდ გამოძახილია იმ შიშის, რაც დაკავშირებულია 7-8 მარტის მოვლენებთან," - აღნიშნა ანა წითლიძემ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×