რეზონანსი
20.10.2023

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ევროკომისის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ჯამში ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს, რეადმისის მიმართულებით მუშაობს, პოლიციის ატაშეები ათზე მეტ ქვეყანაში გაგზავნა, საქართველოს დოკუმენტები, ანუ პასპორტი უსაფრთხოებით უფრო მაღალი დონის არის და სწორად კონტროლდება, სამსახურები - საზღვარი, საბაჟო დღეს ბევრად უფრო ძლიერად და კომპეტენტურად მუშაობენ, ვიდრე წარსულში.

„შეხედეთ, როგორი მატყუარა და უპასუხისმგებლო რადიკალური ოპოზიცია ჰყავს პარლამენტში საქართველოს. ხალხს არწმუნებდნენ მთელი წლის განმავლობაში, რომ ქვეყანა უკან-უკან მიდის, ჩამოიშალა, ეკონომიკა განადგურდა, საქართველო დაშორდა ევროპას, ქვეყანა გაღარიბდა და ერთი კვირის წინ პარლამენტში მოვიდნენ, რიხიანად მსჯელობდნენ გაზრდილი ბიუჯეტი რაში უნდა დახარჯოს ქვეყანამ. მე, მათ დავუსვი კითხვა - თუ ყველაფერი უკან მიდის, ჩამოიქცა და განადგურდა, მაშინ, როგორ გჯერათ, როგორ ხსნით, რომ ბიუჯეტი გაიზარდა და მერე არ გრცხვენიათ, რომ მოდიხართ აქ და ბიუჯეტი რაში დავხარჯოთ მაგაზე მსჯელობთ? ხმა ვერ ამოიღეს, პასუხი არ მომისმენია, მაგრამ სახეზე ვუყურებდი მათ რეაქციებს. ახლა ამბობენ იგივეს, თითქოს საქართველო დაშორდა ევროპას, არ ასრულებს ევროპის მოთხოვნებს და აგერ, ევროპული ანგარიში გამოდის, სადაც ნათქვამია რომ საქართველო ჯამში ასრულებს ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს. რა წერია იქ და რას უკავშირდება ეს თემა, ძალიან მნიშვნელოვანი კავშირია ისევ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებებთან. 

ამ ანგარიშში წერია, რომ რეადმისის მიმართულებით საქართველო კარგად მუშაობს, წერია რომ პოლიციის ატაშეები ათზე მეტ ქვეყანაში საქართველომ გამოგზავნა და კარგი თანამშრომლობა გვაქვს მათთანო, წერია, რომ საქართველოს დოკუმენტები, ანუ პასპორტი უსაფრთხოებით უფრო მაღალი დონის არისო და სწორად კონტროლდებაო და წერია, რომ სამსახურები - საზღვარი, საბაჟო მუშაობენ დღეს ბევრად უფრო ძლიერად და კომპეტენტურად ვიდრე წარსულში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×