რეზონანსი
20.10.2023

სალომე ზურაბიშვილს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია, - ამ საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ეხმაურება.

„წარმოუდგენელი რამ ხდება. ასეთი რამე არც მახსენდება მომხდარიყო. სააკაშვილიც იყო პრეზიდენტი, ხელი მოაწერა, მარგველაშვილმაც. ასეთი რამ არ მომხდარა. უკვე მეორე კვირა გადის და პრაქტიკულად, იწურება ის დრო, რომ პროგრამები შესრულდეს, რომლებზეც ეს თანხა იყოფა. აუცილებლად გადასახდელია თანხები, მაგალითად სტიქიებით დაზარალებული ხალხი ელოდება, გაჭირვებული ხალხი, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით რეალურად ოპოზიციასაც კი არ ჰქონია რაიმე შენიშვნა, ცენტრალურ საკითხებზე, მაჩვენებლებზე ბიუჯეტის დეფიციტზე. ასევე მოსწონს სავალუტო ფონდს და მსოფლიო ბანკს და ა.შ. ორშაბათს გადის ორი კვირა რა დროსაც პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, მაშინ 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ აქ საუბარი არ არის ამაზე. საუბარია იმაზე, რომ დრო გადის", - განაცხადა კვიჟინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×