რეზონანსი
20.10.2023

რადიკალური ოპოზიციის პატრონები დაინტერესებული არ არიან იმით, რომ საქართველო სხვა რომელიმე ქვეყანასთან კარგ ურთიერთობაში იყოს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რასაც თავად ამერიკა აღიარებს.

„რა ვქნათ, ოპოზიცია არ მეცადინეობს და ჩვენ უნდა ვამეცადინოთ. მათ დოკუმენტების კითხვა უნდა ისწავლონ, საერთაშორისო სამართლის მინიმალური დონე უნდა მიიღონ და ჩახედონ, რა წერია, სტრატეგიულ დოკუმენტში. დღეს ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რასაც თავად ამერიკა აღიარებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. მისი ხელმძღვანელობა ჩინეთში ჩადის და აღიარებს, რომ ამერიკა-ჩინეთს შორის ურთიერთობა უნდა გაღრმავდეს, შენარჩუნდეს პარტნიორული ურთიერთობა. საქართველოს ჩინეთთან მტრული ურთიერთობა რატომ უნდა ჰქონდეს? - რადიკალური ოპოზიციის პატრონები დაინტერესებული არ არიან იმით, რომ საქართველო სხვა რომელიმე ქვეყანასთან კარგ ურთიერთობაში იყოს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×