რეზონანსი
20.10.2023

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს განაცხადა, რომ რუსეთი და „ჰამასი" ერთმანეთს ჰგვანან.

„რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, ხოლო „ჰამასს", ირანის მხარდაჭერით, სურს, გაანადგუროს ისრაელი. ირანი „ჰამასის" მფარველია და ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი ირანისგან შეიარაღებას ყიდულობს და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. რუსეთი და „ჰამასი" ერთმანეთს ჰგვანან", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ტერორისტები, რომლებმაც მხარს უჭერებენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს გაჩერდებიან.

„ამიტომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ სიტუაციაში დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს: ჩვენ ისრაელის მხარეს ვართ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×