რეზონანსი
20.10.2023

სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომაც იყო, რომ 2017 წელს გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

„პოზიტიური ანგარიშია. არის რეკომენდაციები გამოთქმული. ანგარიშს, როგორც ყოველთვის, პოზიტიურად მოვეკიდებით. ვიზალიბერალიზაცია „ქართული ოცნების" ხელისუფლების მონაპოვარია, ძალიან ვუფრთხილდებით და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ პროცესში ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი იყოს გადადგმული. რამე საკითხი თუ იქნება გასაუმჯობესებელი, გავაუმჯობესებთ. ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი ევროკავშირთან. ასეთი ანგარიშები ყოველ წელს ქვეყნდება. სწორედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ლიდერი რეფორმების განხორციელების მხრივ, ამიტომაც იყო, რომ 2017 წელს გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს დამსახურება შევინარჩუნოთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×