რეზონანსი
20.10.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანას ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები აქვს. წელსაც 7%-ზე მეტია ეკონომიკის ზრდა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 4 500-დან თითქმის, 8 ათას დოლარამდე გაიზარდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიგრაციულ პროცესები მხოლოდ ეკონომიკურით არ არის განპირობებული, არამედ იმის, რომ საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია.

„რაც შეეხება მიგრაციულ პროცესებს, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით განპირობებული, ეს არის იმის შედეგი, რომ ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვხდებით. მათ შორის, თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობით, გარკვეულ ქვეყნებში მუშაობის შესაძლებლობით, რასაც ჩვენი ხელისუფლება აღწევს-ხოლმე; სწავლის შესაძლებლობებით. ეს არის თანმდევი პროცესი ამ ყველაფრის. მთავარია ის, რომ ჩვენ სწორედ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აქვს - ეკონომიკური ზრდისთვის გვქონდეს უსაფრთხო გარემო, ამ პოლიტიკის შედეგად ჩვენ გვაქვს ის ეკონომიკური ზრდა, რომლითაც ჩვენ ვართ ლიდერები არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×