რეზონანსი
20.10.2023

ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, 3000 გრძივ მეტრზე გზის დახაზვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ორკომპონენტიანი ცივი პლასტის საღებავით გზის გამყოფი ზოლები, გვერდულები, ისრები, სდექ ხაზები და ქვეითთა გადასასვლელები იხაზება.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია ადგილზე გაეცნო.

„ზღვისუბნის ცენტრალურ ქუჩაზე აქტიურად ვაგრძელებთ დახაზვის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში, საგზაო მონიშვნების დატანა მთლიან ქუჩაზე მოხდება, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის და სატრანსპორტო მოძრაობისთვის“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

აღნიშნულ სამუშაოებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დავალებით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ასრულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×