რეზონანსი
20.10.2023

შეუძლებელია ომი დაიწყო, იმიტომ რომ უკრაინაში, მეოთხეხარისხოვანმა პოლიტიკოსმა ვიღაცას რაღაც მოუწოდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„დავესესხები არესტოვიჩს, რომელმაც თქვა, რომ თუ გინდათ იპოვოთ ყველაზე უსაქმური თანამდებობა და უსაქმური ადამიანი, უნდა შეხედოთ დანილოვსო. თუ უკრაინელები და უკრაინელი პოლიტიკოსები მის განცხადებას ყურადღებას არ აქცევენ, მგონი განსაკუთრებულად არც ჩვენ უნდა ვინერვიულოთ", - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა: ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×