რეზონანსი
20.10.2023

ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია".

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, დანილოვის განცხადება ქვეყნის მომავლისთვის მიუღებელია.

„ეს არის პირდაპირ მოწოდება ომში ჩართვის, რაც მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და ჭრილში. ამ განცხადებებს რადიკალური ოპოზიცია, როგორც წესი აღმერთებს ხოლმე, ადიდებს და ეთაყვანება. ახლაც საინტერესო იქნება, გამოვიდნენ და გაემიჯნონ, თუ არა და საზოგადოება მათ შეაფასებს, როგორც ომის პარტიის ყველაზე რადიკალ წევრებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა: ჯერ კიდევ შარშან ვამბობდი, რომ თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებდნენ თავიანთი ტერიტორიების რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებას, ამ საკითხს უფრო მალე მოვაგვარებდით, თუმცა ეს მათი მთავრობების გადასაწყვეტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×