რეზონანსი
20.10.2023

ელექტროენერგიის ექსპორტი სექტემბერშიც გაგრძელდა და თურქეთში 132 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა. ჯამში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1 468.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. აქედან 1 303,38 მლნ კვტ.სთ, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 89% თურქეთზე მოდის.

რაც შეეხება შემოსავლებს, 9 თვეში ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც რეკორდულია და 103 მლნ დოლარს აღემატება. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარი იყო. უშუალოდ სექტემბერში თურქეთში 9 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიაა ექსპორტირებული.

2023 წლის 9 თვეში 5.1 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ აზერბაიჯანში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა თითქმის 1.2 მლნ დოლარს შეადგენს. 4.1 მლნ-მდე გაიზარდა სომხეთში გატანილი ელექტროენერგიის ექსპორტი.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მსგავსად, თბოსადგურებმა სექტემბერშიც იმუშავეს და ჯამში 302 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ელექტროენერგიის ბალანსიდან ჩანს, რომ მიმდინარე წელს იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურები მხოლოდ ორი თვე მაისი-ივნისში იყო გაჩერებული (მინიმალური გამომუშავება ჰქონდათ). ჯამში იანვარ-სექტემბერში თბოსადგურების გამომუშავება 2 მილიარდ კვტ.სთ-ს აჭარბებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×