რეზონანსი
20.10.2023

„ჰამასის" ინფორმაციით, აშშ-ის ორი მოქალაქე - დედა და მისი ქალიშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„ჰამასის" განცხადების მიხედვით, ამერიკელი მძევლები „ჰუმანიტარული მიზეზების გამო" გაათავისუფლეს.

„ეს ნაბიჯი კატარის მცდელობებს მოჰყვა, რათა დაუმტკიცოს ამერიკელ ხალხსა და მსოფლიოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები მცდარი და უსაფუძვლოა", - განაცხადა „ჰამასის" სპიკერმა.

ამასთან, „ჰამასი" არ აკონკრეტებს გათავისუფლებული მძევლების ვინაობას.

როგორც ისრაელის მედია წერს, მძევლების გათავისუფლება ისრაელის მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×