რეზონანსი
21.10.2023

ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება, - ამის შესახებ აშშ-ევროკავშირის სამიტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ვაშინგტონში გამართული აშშ-ევროკავშირის სამიტის მთავარ თემას ისრაელ-„ჰამასის" ომი წარმოადგენს, თუმცა მხარეებმა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

„ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთობლივ ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობის მიმართ და მხარდაჭერას რეგიონში ევროკავშირის პერსპექტივის მიმართ. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების გატარება", - აღნიშნულია აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×