რეზონანსი
21.10.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ვიზალიბერალიზაციის შესრულების შესახებ ანგარიშს ეხმიანება.

„ფაქტია, რომ თუნდაც ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო რჩება ლიდერად რეგიონსა და წევრობის მაძიებელი ქვეყნებს შორის. ფაქტია ისიც, რომ წლიდან-წლამდე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროგრესი არის სახეზე. ასევე ცხადია, რომ რჩება საკითხები, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს, თუმცა მათი რაოდენობა წლიდან წლამდე კლებულობს. ეს ასევე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რაც არის, ამაზე მსჯელობა და კომუნიკაცია გაგრძელდება, მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×