რეზონანსი
22.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელი ლიბანის საზღვართან მდებარე კიდევ 14 დასახლების ევაკუაციას გეგმავს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება ბოლო 2 კვირის განმავლობაში "ჰეზბოლას" მხრიდან ისრაელის ტერიტორიის გახშირებული სარაკეტო თავდასხმების გამო მიიღეს.

"ჰეზბოლა ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს. ისინი ამძაფრებენ სიტუაციას. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ვხედავთ. ნამდვილად მზადაა ლიბანის სახელმწიფო, ღაზაში ტერორისტების გამო, საფრთხე შეუქმნას ლიბანის კეთილდღეობას და ლიბანის სუვერენიტეტს? - ეს არის კითხვა, რომელიც ლიბანის ხელისუფლებამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სამსახურმა (NEMA) განაცხადა, რომ მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საოჯახო სასტუმროებში გადაიყვანენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას NEMA-მ დაიწყო 28 თემის ევაკუაცია, რომლებიც საზღვრიდან ორ კილომეტრში არიან.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×