რეზონანსი
23.10.2023

ვაშინგტონმა ისრაელს ურჩია, გადადოს ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრა, რათა მოიგოს დრო „ჰამასის“ მიერ დაკავებული 212 მძევლის გასათავისუფლებლად და პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევის საშუალება შექმნას, - ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ შეერთებულ შტატებსაც ასევე მეტი დრო სჭირდება, რათა მოემზადოს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ის ინტერესებზე შესაძლო თავდასხმებისთვის და დასძენს, რომ ასეთი თავდასხმები, სავარაუდოდ, გაიზრდება, როდესაც ისრაელი შეჭრას დაიწყებს.

ამასთან, New York Times-ის ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს მოთხოვნას არ უყენებს, კვლავ მხარს უჭერს სახმელეთო შეჭრას და ისრაელის მიზანს, გაანადგუროს „ჰამასი“.

გამოცემა ასევე წერს, რომ აშშ-მა ისრაელს რჩევა თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის საშუალებით გადასცა, რომელსაც თითქმის ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი აქვს თავის ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×