რეზონანსი
23.10.2023

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით "ლელო" გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას ითხოვს. ამის შესახებ ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება საქმის მიჩქმალვას ცდილობს, თუმცა "ლელო" მაას ამის შესაძლებლობას არ მისცემს. 

საზოგადოებას მოახსენონ, ე.წ. გამოძიების შედეგად რა დადგინდა, დადგინდა თუ არა ის, ვინ იყო პასუხისმგებელი იმასთან დაკავშირებით, რომ არ განთავსდა ადრეული გაფრთხილების სისტემები? აქედან გამომდინარე, „ლელო“ მოუწოდებს ე.წ. რუსულ გამოძიებას, დაუყოვნებლივ იქნეს გამოქვეყნბული გამოძიების შედეგები. ამის პრეცედენტები არსებობს, ბუნებრივია და „ლელო“ არცერთ შემთხვევაში არ მისცემს შესაძლებლობას და უფლებას, მიიჩქმალოს გამოძიება და აქედან გამომდინარე, ყოველწუთიერად, ყოველდღიურად ჩვენ ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე, რათა გარკვეულ იქნას სიმართლე, ვინაიდან ამდენი ადამიანია დაღუპული, ხოლო თვეები გავიდა და ხელისუფლების მხრიდან არანაირი ხმა გამოძიების შესახებ არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზეა გამოძიების მიჩქმალვის პირდაპირი მცდელობა,  - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×