რეზონანსი
23.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზაში ტერორისტების 320 სამიზნეს, მათ შორის გვირაბებსა და ათობით ოპერატიულ მართვის ცენტრს, დაარტყეს.

„სამიზნეებს შორის იყო ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, ზოგიერთ მათგანს „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ტერორისტები აფარებდნენ თავს, ასევე, სამხედრო შენობები და სადამკვირვებლო პუნქტები“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

„უფრო მეტიც, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყა სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ჩვენს ძალებს, რომლებიც სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადებიან“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

ღაზის ჯანდაცვის სექტორის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს კიდევ ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

ღაზაში ინდონეზიური ჰოსპიტლის დირექტორმა ატეფ ალ კაჰლოუტმა CNN-ს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმების შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აშრაფ ალ ქიდრას ინფორმაციით კი, სამხრეთ ღაზაში ქალაქ რაფაში ისრაელის თავდასხმებს 29 ადამიანი ემსხვერპლა.

პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები დაზიანდა რაფაჰში, ხან იუნისი, ცენტრალურ ღაზასა და ქალაქ ღაზაში. მათივე ცნობით, ქალაქში, ყუდსის საავადმყოფოსთან ძლიერი დარტყმები დაფიქსირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×