რეზონანსი
23.10.2023

ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა ძალიან ძლიერი სამხედრო თანამშრომლობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ აშშ-ის აბსოლუტური მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ დიდი ხანია, ვართ საქართველოს უძლიერესი მხარდამჭერები ამ კუთხით.

მინისტრთან შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს და აღნიშნულ თანამშრომლობის კიდევ უფრო გავაღრმავებთ“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×