რეზონანსი
23.10.2023

ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენმა ბერბოკმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განაცხადა.

მისივე თქმით, გამოწვევას ერთად უნდა გაუმკლავდნენ.

„ჩვენ ვერ ავიცილებთ ჰუმანიტარულ კატასტროფას, თუ ღაზიდან ტერორიზმი ასე გაგრძელდება. ეს ტერორიზმი თუ გაგრძელდება, არ იქნება უსაფრთხოება, მშვიდობა არც ისრაელისთვის და არც პალესტინისთვის. ჩვენ გვჭირდება გზა ხვალინდელი დღისთვის, ეს ნიშნავს, რომ ვიფიქროთ, როგორ შეიძლება, ღაზაში მშვიდობა, უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ევროკავშირისა და გერმანიისთვის ცხადია, რომ ისრაელელებსა და პალესტინელებს შეუძლიათ, იცხოვრონ მშვიდობიანად, უსაფრთხოდ, ტერორიზმისგან და ადამიანური ტრაგედიისგან თავისუფლად მხოლოდ ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. ამავდროულად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ღაზაში ორი მილიონი ადამიანის წარმოუდგენელი ტანჯვა შემსუბუქდეს. ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას“,- განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×