რეზონანსი
24.10.2023

საქართველოში დაკავებულია იტალიური მაფიის ბოსი, 67 წლის ჯუზეპე სგანგა. ის საკუთარ ქვეყანაში დაუსწრებლად ჯერ კიდევ 2020 წელს გაასამართლეს და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას შემდეგ, ჯუზეპე სგანგაზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

იტალიაში, ამავე საქმეზე გასამართლებულია არაერთი პირი, მათ შორის, სამი ძმა და ყოფილი სამართალდამცველები, რომლებსაც მაფიასთან კავშირში ედებათ ბრალი.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა შექმნეს მაფიის სტილის გაერთიანება, რომელიც პასუხისმგებელია ტურინში სხვადასხვა კრიმინალურ ქმედებებზე.

ფაქტს, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ადასტურებს. მისი თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დაკავებულის ექსტრადირების პროცედურები მიმდინარეობს.

„იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურა დასრულებულია. მისი იტალიაში ექსტრადიციის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება.

ბრალდება არის იტალიურ ერთ-ერთი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. წითელი ცირკულარით იძებნებოდა იტალიის მიერ, იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი არაერთი მძიმე დანაშაულისთვის. იტალიელია“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×