რეზონანსი
24.10.2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს დადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ამ ვეტოს დაძლევს.

„სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციას ვერაფერი დააკლო, მასთან წააგო და გაბრაზებულმა ჯავრი ისეთ ცვლილებებზე იყარა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უნდა უზრუნველყოს.

რა თქმა უნდა, ამ ვეტოს დავძლევთ, რათა გამოხატვის თავისუფლების დროს, რომელიც დაცული უნდა იყოს ქვეყანაში, სხვამ არ ისარგებლოს და გარკვეული ტიპის პროვოკაციები არ მოაწყოს, რისი გეგმაც არსებობს, როგორც სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×