რეზონანსი
24.10.2023

აშშ-ში ბიუჯეტთან დაკავშირებული პოლიტიკური რყევები ჩვენთვის დიდი შეშფოთების საგანია, - ამის შესახებ The Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა ცდილობს, საბრძოლო მასალების წარმოება გაზარდოს, ვინაიდან ამ მხრივ მსოფლიოში დეფიციტია შექმნილი.

„საბრძოლო მასალების კუთხით არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოშდი დიდი დეფიციტია. ვაცნობიერებთ, რომ უნდა ვაწარმოოთ ეს ყველაფერი აქ, უკრაინაში, იმიტომ რომ მსოფლიოში ის ამოწურულია. ყველა საწყობი ცარიელია", - აცხადებს უკრაინის პრემიერი.

კონგრესში „რესპუბლიკური პარტიის" მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე უარის თქმაზე საუბრისას, შმიგალმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური რყევები კიევისთვის დიდი შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

კითხვაზე, ხომ არ შეწყდება დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების შემთხვევაში აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერა, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი, ისევე როგორც ივნისში ევროკავშირში დაგეგმილი არჩევნები უკრაინისთვის პოლიტიკურ გამოწვევებს წარმოადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×