რეზონანსი
27.10.2023

მმართველი გუნდის წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი "ქართული ოცნების" პირობებში არ მიიღოს, რადგან ეს მათ გამოაცლის მთავარ სასპეკულაციო თემას.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციას ამ თემით უნდა ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა სისხლისღვრა და დესტაბილიზაცია მოაწყონ.

"რადიკალური ოპოზიციისთვის, რომელსაც პარტიული არაფერი აღარ აცხია და ეს რევოლუციური კომიტეტია, მთავარია, რომ "ქართული ოცნების" პირობებში არ მიიღოს ქვეყანამ სტატუსი, ვინაიდან ეს მათ გამოაცლის მთავარ სასპეკულაციო თემას და ამით ებრძვიან ქვეყანას. ამ თემით უნდათ ხალხის ქუჩაში გამოყვანა, რათა სისხლის ღვრა და დესტაბილიზაცია მოხდეს. თუ საქართველო სტატუსს მიიღებს, ეს მთავარი თემა გამოეცლებათ და დარჩებიან იგივე ნულზე, რითაც თავიდან დაიწყეს. პოლიტიკურ კონიუნქტურას აძლიერებს არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკოსების სირბილი ბრიუსელის დერეფნებში, არამედ იქ ვინც ხვდებიან იმათი შეხედულებებიც", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×