რეზონანსი
27.10.2023

ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის სიტყვა - საქართველოს საბაზრო ეკონომიკა განვითარებული და ნამდვილად მიმზიდველია, - ამის შესახებ Cerberus Frontier -ის თანათავმჯდომარემ და Cerberus (Singapore) Pte. Ltd. -ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა ალექსანდერ ბენარდიმ „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე - „საზღვაო სექტორი გარდამავალ ეტაპზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრემიერის სიტყვა - საქართველოს საბაზრო ეკონომიკა განვითარებული და ნამდვილად მიმზიდველია. ბიზნესის კეთების სიმარტივე ანუ ყველა ინდიკატორი, რომელსაც რეიტინგებში ვხედავთ, ნამდვილად ჩანს და ვგრძნობთ. საქართველო არის ახალი ბაზარი, მაგრამ რა მახასიათებლებიც ჩანს, ნამდვილად შეუდარებელი", - განაცხადა ალექსანდერ ბენარდიმ.

მისივე შეფასებით, საქართველო პატარა, მაგრამ ძალიან აქტიური ქვეყანაა, რომლის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.

„ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ დასავლური ორიენტაცია და ეს ყურადღება იზრდება სწორედ ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც არის საქართველო, - მცირე, მაგრამ ძალიან აქტიური. მთავრობამ სწორად უნდა გამოიყენოს შექმნილი შესაძლებლობები"- აღნიშნა ბერნადიმ.

ალექსანდერ ბერნადიმ ასევე ისაუბრა საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორის განვითარების პოზიტიური ტენდენციების შესახებ „შუა დერეფნის" კონტექსტში.

„ინფრასტრუქტურას მე ცენტრალურ ადგილზე დავაყენებდი, რადგან შუა დერეფნის გადმოსახედიდან, სწორედ ამას ექცევა დიდი ყურადღება. ეს არის კომპლექსური დერეფანი, სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურით და უმნიშვნელოვანესია, რომ ამას საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს", - აღნიშნა ალექსანდერ ბენარდიმ.

განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×