რეზონანსი
27.10.2023

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში დაღუპული 7 000 ადამიანიდან 40% ბავშვია. მედიის ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ჰამასის" მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაშავებული 18 000 ადამიანიდანაც უმეტესობა ბავშვია.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზაში 1 000 ადამიანს ესაჭიროება დიალიზი, 30 ბავშვი იმყოფება ინკუბატორში და ასევე სიმსივნით დაავადებულ 2 000 ადამიანს დაუყოვნებლივ დახმარება სჭირდება. ეს ყველაფერი კი შეუძლებელი ხდება, რადგან საავადმყოფოების გენერატორები საწვავის გარეშე ვერ მუშაობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ცნობით, საავადმყოფოებში, რომლებიც მუშაობს, საშინელი მდგომარეობაა და ხშირად პაციენტებს ოპერაციებს დერეფნებში, ანესთეზიის გარეშე უტარებენ.

ამასთან, გაერო-ს მონაცემებით, ღაზაში 35 კლინიკიდან 23 ნაწილობრივ მუშაობს, დანარჩენები კი დაიხურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×