რეზონანსი
27.10.2023

ტრაგედია თავდაცვის ძალებში - თბილისის ერთ-ერთ სამხედრო შენაერთში ჯარისკაცი დაიღუპა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, უცნობია. საუბარია სამ ვერსიაზე - მკვლელობა, სუიციდი ან უბედური შემთხვევა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილი უკვე საკუთარ სახლში, ხობშია გადასვენებული.

დაღუპული ახალგაზრდა სულ მალე ასრულებდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადას, რის შემდეგაც სახლში უნდა დაბრუნებულიყო. გუშინ საღამოს კი ის საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე კი სამხედროებმა გასროლის ხმაც გაიგეს. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა წარმატებული მოკრივე იყო.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×