რეზონანსი
27.10.2023

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა, ყველაზე დიდი გავლენა ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის განვითარებაზე, აზროვნებაზე, ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ- სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასწავლებლები ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები არიან.

„მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები. ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.

მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრასა და ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ. სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×