რეზონანსი
28.10.2023

40 წლის რობერტ ქარდი, რომელიც 22 ადამიანის მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, გარდაცვლილი იპოვეს. მეინის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისრის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ქარდი თავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღით, თავის მიერვე მიყენებული ჭრილობითაა გარდაცვლილი.

რობერტ ქარდის ცხედარი ლუისტონში, იმავე ქალაქში იპოვეს, სადაც მასობრივი მკვლელობა მოხდა.

ქარდი აშშ-ის არმიის რეზერვში ირიცხებოდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი იყო. 

შემთხვევამდე ორი კვირით ადრე, რობერტ ქარდი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო, კლინიკაში იმყოფებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილს, ბოლო პერიოდში, ხმები ესმოდა და საწვრთნელ ბაზებზე ცეცხლის გახსნითაც იმუქრებოდა.

მასობრივი მკვლელობის შემდეგ, ქალაქ ლუისტონსა და მის შემოგარენში სკოლები და ოფისები დაიხურა. ჩაიკეტა მეინის შტატის ქალაქები, ახლომდებარე შტატებმა კი გაფრთხილებები მიიღეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×