რეზონანსი
28.10.2023

დღეს მოწმეები ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის, ევროკავშირთან საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობის - მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკასა და სატრანსპორტო სექტორში, საქართველოში კი აღნიშნული სტრატეგია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით ხორციელდება.

„დღეს მოწმეები ვართ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის - საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობისა ევროკავშირთან. ეს ხდება იმ კონტექსტში, რასაც ჰქვია ევროპის პირველი „გლობალური კარიბჭის ფორუმი", რომელიც ბრიუსელში გაიმართა და სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა, ისევე როგორც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. „გლობალური კარიბჭე" გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილს ევროკავშირში, ევროპული სტრატეგია, რომ ბიძგი მისცეს გონივრულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში და გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლებისა და კვლევის სისტემები მსოფლიო მასშტაბით. გვიყვარს ამის თქმა - ძლიერები ვართ ერთად მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიბმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთან. აქ შედის აღნიშნული ჩქაროსნული მაგისტრალი აღმოსავლეთ-დასავლეთის. ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონული ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც ბატონი პრემიერის მიერ „აბრეშუმის გზის ფორუმის" დროს იქნა აღნიშნული, საქართველო მიისწრაფვის, რომ გახდეს სატრანზიტო ჰაბი და ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტებისა.

აღნიშნული ინვესტიცია ძირითადად ასევე შევსებულია ევროკავშირის გრანტებით, რომელიც მიძღვნილია საგზაო უსაფრთხოების ზომებს და სერიოზულად შეიტანს წვლილ რეგიონული ინტეგრაციის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, შეარბილებს რისკებს, რომელიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან. მადლიერი ვართ ევროპული საინვესტიციო ბანკის, რომელიც აღნიშნულ ინვესტიციებს აფინანსებს. აღნიშნული მაგისტრალის განვითარება პირდაპირ წვლილის შემტანია ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმების რეალიზებაში. ის აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდა, გავიმეორო ციტატა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე" თქვა. მან ევროპელი პოეტის, გოეთეს ციტირება მოახდინა - „ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან". მოდით, ერთად ვიაროთ წინ, რათა საქართველო ევროკავშირთან დავაკავშიროთ",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×