რეზონანსი
28.10.2023

დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციის შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ, ჯობს გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ის განცხადებები, რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ, ამაში გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს ყველაფერზე შეუძლიათ ხელის მოწერა ოღონდ რამენაირად ქვეყანა დაზიანდეს.

როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ დაზიანებული ქვეყანა ამ ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი საშუალებაა.

„ოპოზიციის უდიდესი ნაწილი თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე არ იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იქნებოდა საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მორიგი წარმატება და მათ ისედაც მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. ეს იყო ერთადერთი და მთავარი განმაპირობებელი მიზეზი, რითაც ისინი საქართველოს ამ გზაზე ყველანაირად უშლიან ხელს საერთაშორისო დონეზე. დღეს, როდესაც იკვეთება, რომ ალბათობა ძალიან გაზრდილია იმისა, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, შიგნით დაიწყო გარკვეული რყევები. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ალბათ, ჯობს, რომ გამარჯვებული საქართველოს მხარეს დადგეს და ამიტომ გააკეთეს ეს განცხადებები რაც გააკეთეს და ხელი გაიშვირეს ოპოზიციის ნაწილისკენ, რომ ისინი საერთაშორისო არენაზე ანტიქართულ ნარატივს ამყარებენ და ამაში გასაკვირი არაფერია. ყველამ კარგად ვიცით, რომ ყველა გადამწყვეტ ეტაპზე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის პერიოდშიც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ საქართველოსთვის ეს წარმატებული ნაბიჯები არ შემდგარიყო. ზუსტად ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს დღესაც. ვხედავთ, რომ ამ ფონზე ახალი პროპაგანდისტული ტრენდის გაჩენას ცდილობენ - რა თქმა უნდა, ევროპა ჩვენ მოგვანიჭებს [კანდიდატის სტატუსს] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ძალიან ეწინააღმდეგება", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×