რეზონანსი
28.10.2023

„შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას უმრავლესობაში ეხმაურებიან.

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა საშუალებას გამოიყენებს იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაიცვას.

„არიან ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო არეულობებისთვის, სამოქალაქო დაპირისპირებებისთვის ემზადებიან. ჩვენ არ გვჭირდება არეულობა, ჩვენ არ გვჭირდება დაპირისპირება, თავ-პირის ლეწვა, ურთიერთლანძღვა, გინება. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ყველა საშუალებას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა დაცული იყოს," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×