რეზონანსი
28.10.2023

„ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის" გენერალური მდივნის განცხადებით, ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზარდა.

გაიდარ აბდიკერიმოვის თქმით, 2023 წლის 9 თვეში დერეფნით მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა 89%-ია.

„აზერბაიჯანის, საქართველოსა და ყაზახეთის წარმომადგენლებს შორის 2013 წლის 7 სექტემბერს ხელი მოეწერა პირველ დოკუმენტს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით და ის მუშაობს. რაც შეეხება შედეგებს.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში დერეფნით ტრანსპორტირებულია მილიონ 900 ათასი ტონა ტვირთი, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ია. ეს გადაზიდვების საერთო სურათია, მაგრამ არის პირდაპირი გადაზიდვები, რომლებიც კონტეინერებით ტრანსპორტირდება, ესეც იზრდება, ტრანზიტული გადაზიდვები ოდნავ შემცირდა, თუმცა ექსპორტ-იმპორტის მოცულობა მაინც იზრდება", - განაცხადა გაიდარ აბდიკერიმოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×