რეზონანსი
30.10.2023

გადადგით კონკრეტული ნაბიჯები ფარცახალაძისა და დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის თქმით, აღნიშნული ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა კიდევ მეტი ინფორმაცია გახდა ცნობილი. 

მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძისა და ასევე, აშშ-ს მიერ დასანქცირებული მოსამართლეების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. 

ძალიან კარგად იყო საზოგადოებისთვის ცნობილი იმის შესახებ, თუ რა გავლენები ჰქონდა ამ ადამიანს, მაგრამ კიდევ დამატებითი ინფორმაცია გახდა ჩვენთვის ცნობილი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები არ გადადგმულა და ფაქტობრივად მათ საშუალება მისცეს ფარცხალაძეს, რომ დაეტოვებინა საქართველო. ასევე საგანგაშოა ის ფაქტი, თუ რისთვის დასანქცირდნენ საქართველოს მოქმედი მოსამართლეები, ეს არის მათი კორუფციაში ჩართულობის გამო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ ფაქტები უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით, გამდიდრებასთან დაკავშირებით ასევე ცნობილი იყო პოლიტიკური ინტერესებთან დაკავშირებით სასამართლო სისტემაში. ეს გადაწყვეტილება აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთი მტკიცებულება იყო, რომ კორუფცია არსებობს სასამართლო სისტემაში და აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ არაფერი არ გაკეთებულა ამ პირების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ და მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ამ პირების წინააღმდეგ ის, რომ ისინი სპეციალურად ხელს აფარებენ ამ პირებს აშორებს საქართველოს დასავლური სამყაროსგან და კიდევ ერთხელ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, - ამბობს ეკა გიგაური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×