რეზონანსი
03.11.2023

საქართველოში ამერიკელი პედოფილი დააკავეს. საშიში დამნაშავე, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში 11დანაშაულშია ბრალდებული. ინფორმაციას „რუსთავი 2"-ის ვებ-გვერდი ავრცელებს.

დაზარალებულთა შორის არიან ქემერონ სთენდჰართის არასრულწლოვანი შვილებიც. ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 31 წლის მამაკაცს კრიმინალურმა პოლიციამ ხელბორკილები პირდაპირ სავარჯიშო დარბაზში დაადო.

ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, შევიწროება, გაგუდვის მცდელობა და შეიარაღებული თავდასხმა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ტეხასის შტატის პროკურატურა ქემერონ სთენდჰართს ედავება. განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნა 27 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ორით თვით ადრე მან შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ძებნილი მამაკაცი კონსპირაციულად ცხოვრობდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდა.

ტეხასის გარდა, ქემერონ სთენდჰართს დანაშაულის შვიდ ეპიზოდს ედავებიან ლუიზიანას შტატშიც. პედოფილიასა და ძალადობასთან ერთად მას ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი დოკუმენტების გაყალბების, თაღლითობისა და ქურდობისთვის. საუბარია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მოპარული ავტომობილების რეალიზაციაზე. ყალბი დოკუმენტებით გაყიდულია 180 მანქანა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ დოლარს აღწევს.

განსაკუთრებით საშიში დამნაშავის დაკავებისა და ამერიკულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობისთვის ქართველ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა შეერთებული შტატების საელჩომ. თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს განმარტებები გაკეთდა ქართველი და ამერიკელი სამართალდამცველების მხრიდანაც.

ქემერონ სთენდჰართი ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები დამნაშავის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის მიზნით.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×