რეზონანსი
03.11.2023

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 3 ნოემბერს, თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება.

„4 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზ.N25-თან წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 ნოემბერს 11:00 საათიდან 5 ნოემბრის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

დიდუბის რაიონში:

თევდორე მღვდლის N 13-49 (კენტებს), N 14-46 (ლუწებს), თევდორე მღვდლის 1 და მე-2 ჩიხებს, ევდოშვილის, ზუგდიდის, სოხუმის, ფოთის N 1-21 (კენტებს), N 2-14 (ლუწებს), გორის N 21-33 (კენტებს) N 24-32 (ლუწებს), ბათუმის N 1-3 (კენტებს), N 2-6 (ლუწებს), ფიფიების N 1-5 (ლუწებს) ქუჩებს და წერეთლის გამზ N41.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის".- ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×