რეზონანსი
04.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ სტატუსი გამოქვეყნა.

როგორც მელია წერს, ახლა გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და სამართლიან კრიტიკას ლანძღვას ეძახის.

„მიშამ ხომ გითხრათ, წადითო და წადით რა, ამ ხალხის საყურადღებოდ, თქვა და გააკეთე არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ, მით უმეტეს არ მივიღებ ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა.

მიშამ ისიც თქვა: ვაშაძეს მოშივდაო, ამიტომ წავიდა და ბიძინას საქმე აკეთაო... ბნელ მხარეს გადავიდაო.

რა აკეთა და რა როლი შეასრულა კონკრეტულ პროცესებში, ბევრს გვახსოვს...

ახლა კი გაუგებარია იმ ხალხის მოწოდება, რომელიც, მიშას თქმით, მოშიებულ, გადამხტარ, გამძღარ და მობრუნებულ შტაბის უფროსთან ერთად დადის და ამ ხალხს პარტიას, მათ სამართლიან კრიტიკას კი ლანძღვას ეძახის...

სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის ან პარტიის რიგითი წევრის თვალით", - წერს მელია სოციალურ ქსელში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ყველამ თავისი გზა უნდა იპოვოს. „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×