რეზონანსი
04.11.2023

რეალურად, ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია, - ასე აფასებს „ქართული ოცნების" წევრი, მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე იმგვარადაა, რომ რეალურად, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობაშიც" უჭირთ ღიად საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც პარტიას გაუჩნდა.

„სერიოზული პრობლემები აქვთ, რომლის სხვადასხვა სიმპტომს ვხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, დიაგნოზი გაცილებით სიღრმისეულია. რეალურად, ეს არის პოლიტიკური აღსასრულის წინაშე მდგარი პოლიტიკური პარტია. ფაქტია, რომ არავითარი იდეოლოგია, მიზეზი, გამაერთიანებელი ფაქტორები ამ პოლიტიკურ პარტიაში არ დარჩა ცალკეული ადამიანების ვიწროპარტიული სურვილების გარდა, რომ რაღაც ფორმით და ძალით დააკმაყოფილონ ოლიგარქიული ინტერესები, რომლებიც პოლიტიკური პარტიის არაფორმალურ მმართველებად გვევლინებიან, მათი ინტერესები გაატარონ და შეძლონ, რომ ხელისუფლებაში რაღაც ფორმით დაბრუნება მოახერხონ. ესეც სჭირდებათ იმისთვის, რომ გარკვეული მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამ ფონზე, მე მგონი, ყველასთვის გასაგებია, რომ დაპირისპირება გასცდა უკვე იმ ეტაპსაც, რასაც ჰქვია კულმინაცია. ალბათ ახლოვდება მომენტი, როდესაც უნდა ვიხილოთ კვანძის გახსნა. კვანძის გახსნა კი, იქნება ის, რომ გარკვეული ნაწილი ამ პოლიტიკური ნაწილიდან გავა, გასვლის შედეგად რომ ის ხალხი ერთმანეთის ოპონენტი იქნება, ესეც მე მგონი, ყველასთვის ნათელია.

მაგალითად, სააკაშვილის სულ ბოლო გამოხმაურება ამ თემასთან დაკავშირებით და წიხლის მიყოლება სავარაუდოდ გამსვლელი პოლიტიკური ძალისთვის, რითაც შეიძლება აიხსნას სავარაუდოდ არის ის, რომ მომავალი პოლიტიკური ოპონენტისთვის წინასწარ იმზადებს პლაცდარმს ან უმზადებს პლაცდარმს იმ ადამიანებს, ვინც დარჩებიან „ნაციონალურ მოძრაობაში", - აცხადებს სარჯველაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×