რეზონანსი
04.11.2023

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზას მოსახლეობა სამხრეთით უსაფრთხოდ გადაადგილებას 3 საათის განმავლობაში შეძლებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ღაზას მოსახლეობა ადგილობრივი დროით 13 საათიდან 16 საათამდე სამხრეთში უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს.

„თუ საკუთარ თავსა და თქვენს საყვარელ ადამიანებზე ზრუნავთ, ინსტრუქციის შესაბამისად სამხრეთით გაემართეთ. შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ „ჰამასის" ლიდერებმა საკუთარ უსაფრთხოებაზე უკვე იზრუნეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×