რეზონანსი
04.11.2023

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ „ავერსის" კლინიკიდან მსჯავრდებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის(სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილი) ერთი პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

კონკრეტულად, ვინ არის აღნიშნული პირი ან სად დააკავეს, სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, „ავერსის" კლინიკიდან სამი პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი დააკავეს, დაკავებულია ასევე საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატროშვილი, რომელსაც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×