რეზონანსი
04.11.2023

ჩემზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის მსგავს ინფორმაციას ვინ ავრცელებს.

"როგორც ადამიანი, რომელიც გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ატარებს, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ.

ყველამ იცის, რომ ჩემი დამოკიდებულება უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას ემთხვევა და, შესაბამისად, დღეს ჩემზე ზეწოლას არავინ არ ახდენს... დღეისთვის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ და რამე დავუთმოთ. ასეთი რამ არ მოხდება," - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×