რეზონანსი
04.11.2023

ჩვენ პრაქტიკულად შევასრულეთ აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემული იყო ევროკომისიის მხრიდან. სწორედ ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ გაცილებით მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე რომელიმე სხვა კანდიდატის სახელმწიფო.

„ეს არის ობიექტური რეალობა რომელსაც თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ასევე ვხედავთ, რომ ძალიან პოზიტიური შეფასებებია ევროკომისიის მხრიდან. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით არიან ძალები და ამ ძალების მეგობრები და სატელიტები ქვეყნის გარეთაც, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ რომ ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგონ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×