რეზონანსი
04.11.2023

ისრაელსა და „ჰამასს" შორის ომს უკრაინის ომიდან „ფოკუსი გადააქვს. როგორც BBC-ი წერს, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს რუსეთის ერთ-ერთი მიზანია. „უკრაინაზე ფოკუსი შემცირდება. ეს ფაქტია. ჩვენ ამას შედეგებით ვხედავთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან უარყო ის ფაქტი, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა. როგორც BBC-ი წერს, უკრაინის კონტრშეტევას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ჯერჯერობით დიდი წარმატება არ მოჰყოლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×