რეზონანსი
04.11.2023

ისრაელს „ჰეზბოლასთან" ომის არავითარი ინტერესი არ აქვს, მაგრამ „ჰეზბოლა" თუ დაუშვებს შეცდომას და გადაწყვეტს ომში შესვლას, ის გადაწყვეტს ლიბანის ბედს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტის თქმით, ისრაელმა 7 ოქტომბერს „ჰამასის" საშინელი თავდასხმით და მისი სისასტიკით კარგად დაინახა, რომ „ჰამასს არ აქვს საზღვრები".

„ომის ბოლოს ღაზაში „ჰამასი" არ იქნება. ისრაელი და აშშ კოორდინირებული არიან ამაზე", - განაცხადა გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები მზად არიან, იბრძოლონ გამარჯვებამდე.

„ისინი მზად არიან, იბრძოლონ გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც დასჭირდებათ. ამას ერთი წელიც რომ დასჭირდეს, ისრაელმა მისია უნდა დაასრულოს. აქ არიან მებრძოლები, რომლებიც მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი", - განაცხადა გალანტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×