რეზონანსი
05.11.2023

ოპერისა და ბალეტის თეატრთან დღეს, 16:00 საათზე, გაფიცული თანამშრომლები აქციას გამართავენ. 

​მათი თქმით, თეატრში სამუშაოს მოცულობის ინტენსიურობისა და სირთულის გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა - ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარს შეადგენს.

ისინი ხელფასების 100 %-ით მატებასა და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ 2 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ.

"მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, დამსაქმებელს მოვუწოდებთ, დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები...

დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას ღირსეული შრომითი ანაზღაურებისა და პირობებისთვის.

მოგიწოდებთ ყველას, ღირსეული შრომისთვის ბრძოლაში შემოგვიერთდეთ," - ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები არიან:

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი

პროფკავშირი "სოლიდარობის ქსელი"

პროფკავშირების ახალი გაერთიანება

პროფკავშირი "გილდია"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×