რეზონანსი
05.11.2023

სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ღამით ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ბანაკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი და ქალია. თუმცა, ავიაიერიშთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია ისრაელის მხარეს.

ღამის განმავლობაში, ისრაელის მიმართულებით რვა რაკეტა გაუშვეს ღაზიდან, ექვსი მათგანი საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×