რეზონანსი
05.11.2023

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის წლის ბოლომდე 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

ლაიენის განცხადებით, უკრაინას ფინანსური სტაბილურობისთვის მან მოლაპარაკებები სენატორებთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებთანაც გამართა.

"მე შევთავაზე ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამასთან დაკავშირებით წლის ბოლომდე შევთანხმდეთ. ჩვენ მათ ავუხსენით, რას ვაკეთებთ და რატომ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს ფინანსური სტაბილურობა", - ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 3 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შეხვდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×