რეზონანსი
05.11.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინის ხელისუფლების შტაბ-ბინას ეწვია და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება , - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ბლინკენის რამალაში ჩასვლა წინასწარ არ დაანონსებულა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პარასკევს თელ-ავივში, შაბათს კი ამანში იმყოფებოდა. ის დღის მეორე ნახევარში თურქეთში გაემგზავრება.

მაჰმუდ აბასი პალესტინის ლიდერი 2005 წლიდან არის და ის „ჰამასის" მეტოქე პოლიტიკურ პარტია „ფათაჰს" წარმოადგენს. პალესტინის ხელისუფლება დასავლეთ სანაპიროს იმ ნაწილებს მართავს, რომელიც ისრაელის სრული კონტროლის ქვეშ არ არის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×