რეზონანსი
05.11.2023

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს ქვეყანას თავისი ქმედებებით არ ჰყავს ევროპული ხელისუფლება. ნიკა მელიას განმარტებით, 2024 წლის არჩვნების შემდეგ შესაძლებელი იქნება, ქვეყანას ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება.

„მჯერა, რომ მიუხედავად იმ ხელისუფლებისა, რომლის აუტანელ პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება 11 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რაც კიდევ უფრო დაგვახლოვებს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ დიდ ოჯახთან. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ მყისიერად გავხდებით სრულფასოვანი წევრი დიდი ევროპული ოჯახისა, რადგან კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა მივიღოთ, მაგრამ როდესაც შენ გყავს ხელისუფლება, რომელიც არ გულისხმობს ევროპას თვისი ქმედებით, პოლიტიკით, გადადგმული ნაბიჯებით, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ევროპული, ეროვნული ხელისუფლება, რაც შესაძლებელი იქნება 2024 წლის არჩევნების შემდეგ. მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი გახდება ამ ქვეყნის, ამ სახელმწიფოს ბატონ-პატრონი, დარწმუნებული ვარ, მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, მოგვარდება. თუკი ვინმე რევს, სახელმწიფოს ფესვებიდან გლეჯს, პირველ რიგში, არის ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმი, ამას სჭირდება ჩანაცვლება", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამასთან, ჟურნალისტმა ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვა კითხვა, თავის თავზე ხომ არ მიიღო ეს განცხადება.

კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მბობს: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს".

ნიკა მელიას განცხადებით, ერთი, რაც ნამდვილად იცის, ისაა, რომ ნებისმიერი დეპუტატი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის და არა მილიონერთა კლუბის ინტერესებს.

„ერთი რამ ვიცი, რომ მომავალ პარლამენტში უნდა იყოს ქართველი ხალხის წარმომადგენელი თითოეული დეპუტატი. ნებისმიერი დეპუტატი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ინტერესებს დ არა ვიწრო, მილიონერთა კლუბის ინტერესებს. ეს ნამდვილად ვიცი. დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ინტერესებს, დღევანდელი პარლამენტი არის ბიძინა ივანიშვილის სანოტარო კანტორა, ის უნდა ჩანაცვლდეს ხალხის ინტერესებით და მე დარწმუნებული ვარ, ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მაშასადმე, პარლამენტსაც. პარტიის შექმნაზე ახალს ვერაფერს ვიტყვი, როდესაც პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისში, „ბილტმორში", იქვე განვაცხადე, რომ დიდ ქალაქებში იქნება არერთი შეხვედრა და მას შემდეგ, რაც ათასობით თანამოაზრეს შევხვდები, ბუნებრივია, საბოლოო გადაწყვეტიელბას გაგანცობთ. გავაცნობ საზოგადოებას მედიის საშუალებით, როგორ გრძელდება ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ და მნიშვნელოვანი, რაც არის ჩემთვის, ათასობით და ათიათასობით თანამოაზრისთვის - როგორ უნდა ჩანაცვლდეს ფული პოლიტიკში ქართველი ხალხის ინტერესით. ეს ყელაფერი, ბუნებრივია, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ყველა დიდ ქალაქში გაიმართება ასეთი შეხვედრა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×